სუიციდის ფაქტი

2017-11-09 16:52:34

სუიციდის ფაქტი თბილისში.

ვარკეთილში, 42 წლის მამაკაცი მეექვსე სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.