აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

2019-11-08 13:26:23

თელავში, ალაზნის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს, გაზგასამართ სადგურზე ცეცხლი გაუჩნდა, რა დროსაც აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ფოტოს ავტორი: კახაბერ კუპატაძე