გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბოელექტროსადგურის "თბილსრესის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, ხელფასების 50%-ით გაზრდაა.
მათი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა მოითხოვენ ხელფასის გაზრდას, ადმინისტრაციისგან მიიღეს არაერთი დაპირება, თუმცა უშედეგოდ.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა. რომ მუშაობ და გამოდიხარ გარეთ, გინდა, რომ ოჯახი არჩინო 300 ლარით ოჯახს ვერ არჩენ, თან არ მაქვს პატარა სამუშაო. რამდენიმე თვეა ვითხოვთ ხელფასების გაზრდას, ზაფხულში შეგვპირდნენ რომ გაგიზრდითო ხელფასს თუმცა ჯერ არაფერი იცვლება. სულ გვირდებიან, მაგრამ არ ასრულებენ", - განაცხადა საწარმოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
აქციაზე საქართველოს ენერგეტიკის მუშათა პროპკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენეიშვილი მივიდა, რომელმაც "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ: - "ჩვენი მოთხოვნაა 50%-ით ხელფასების გაზრდა. ასევე მოთხოვნები არის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თვითონაც გარკვეულწილად ხვდებიან რომ საჭიროა ხელფასების მატება, თუმცა რამდენი პროცენტით და როგორ იქნება ამაზე უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს პროცესი"
ამდროისთვის კომპანიაში, ერთმანეთს პროპკავშირების თავმჯდომარე და ადმინისტრაცია ხვდებიან.
აქცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. თბოელექტროსადგურის 200-მდე თანამშრომელია გაფიცული და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.