მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს, რომელმაც რუსთავის ეპარქია 2 დღის წინ დატოვა, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში დახვედრა მოუწყვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ქუთაისიპოსტი" ავრცელბს.
ეპარქიის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებას ეპარქიის სასულიერო პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა საგალობლები შეასრულეს და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს.
იოანე გამრეკელს ეპარქიის მმართველად დანიშვნა მიულოცა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, რომელიც რუსთავის ეპარქიას 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა, ქუთაის-გაენათის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა. მეუფე მრევლს რუსთავის მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2 დღის წინ საკმაოდ ემოციურად გამოემშვიდობა.
რაც შეეხება რუსთავის ეპარქიას, რუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II უხელმძღვანელებს.