რუსთავში პირველი მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შოთა რუსთაველის ბიუსტის მონტაჟისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. გამოცხადებულ ტენდერში შპს GP-Company-მ 9621 ლარად გაიმარჯვა.
აღნიშნულ კომპანიას მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული პერიმეტრის ბორდიურებითა და ბაზალტის ფილებით მოწყობა ევალება, ადგილზე სკამები და ნაგვის ურნებიც განთავსდება, გარდა ამისა შოთა რუსთაველის ბიუსტს აღნიშნულ სკვერში გადაიტანენ.
შეგახსენებთ, ბიუსტი უკვე წლებია მეგობრობის გამზირზე მწერალთა ყოფილი სახლის წინ არის განთავსებული. მას შემდეგ რაც შენობა გასხვისდა, ადგილზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი გაიხსნა, ამიტომ ბიუსტის გადატანა მისთვის შესაფერის ადგილზე გადაწყდა.