ავარია ქვემო ფონიჭალაში.

2017-04-05 11:11:11

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში (ე.წ. ზოოვეტის გადასახვევთან). ერთმანეთს "ჟიგული"-ს მარკის და "სუბარუ"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიმდებარე პერიმეტრზე მოძრაობა მცირედით შეზღუდულია.