კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "დღეს, 4 აპრილს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე "მარან" სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, წყალმომარაგება 5 აპრილის, ღამის 01:00 საათამდე უნდა აღდგენილიყო თუმცა გარკვეული მიზეზების გამო 04:00 საათამდე შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას. წყალი დაბალი წნევით მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.