რუსთაველი მოცეკვავეები ცეკვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

2017-04-04 17:35:39

თბილისის ძიუდოს აკადემიის დარბაზში 1-2 აპრილს ცეკვის 2017 წლის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა რუსთავის სხვადასხვა საცეკვაო გუნდმა მიიღო. ჩემპიონატში რუსთავიდან გუნდები: თანამედროვე და სპორტული ცეკვების სტუდიები  " Hot Chocolate" , "მოზაიკა", Fresh Star, Super Stars  მონაწილეობდნენ. სკოლებს შორის ჩატარებულ ჩერლიდინგში კი რუსთავის №22, №20, №13, №5 და №25 სკოლები მონაწილეობდნენ. მათგან №5 საჯარო სკოლა მე-3 ადგილის პრიზიორი გახდა. საერთაშორისო ჩემპიონატში სულ 4000-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა, მათ შორის უკრაინის, აზერბაიჯანი, სომხეთისა და რუსეთი წარმომადგენლები. 

ჩემპიონატში რუსთაველი მოცეკვავეების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • Baby Show( ბავშვები 6 წლამდე) ნომინაცია: Formation

  • კოლექტივი Super stars- მე-3 ადგილი

  • რუსთავის №23 ბაღი მაია შავლოხაშვილის ხელმძღვანელობით -1 ადგილი.

  • ნომინაცია Production-( ბავშვები 6 წლამდე) - რუსთავის №22 და №27 ბაღის გუნდები ელენა ხორინას ხელმძღვანელობით - 1 ადგილი

  • ჩირლიდინგის ჩემპიონატი (6-8 წლამდე)  Hot Chocolate - 1 ადგილი ლიკა ბენდელიანი ლიზი გოგოლაძეს დუეტი.

(9-11 წლამდე) Hot Chocolate-ის დუეტი მარიამ ლოლაშვილი, თამარ ბეჟიტაშვილის    დუეტი - 3 ადგილი.

(12-15 წლამდე ჩერლიდინგი) Hot Chocolate - 2 ადგილი ნია ქუსიკაშვილი დიანა ღვინჯილია

·         მოზაიკის მოცეკვავე ლევანი ბაშელეიშვილ - მე-3 ადგილი

2 აპრილს ჩატარებულ ჩემპიონატის შედეგები:

  • ლათინ შოუ- სტუდია მოზაიკა - 1 ადგილი

  • Dance Show- duos. Hot chocolate - 1 ადგილი (დიანა ღვინჯილია და ლიკა ბენდელიანი)

  • Street Dance Show Formation (ასაკი 16+ ) სტუდია მოზაიკა - მე-2ადგილი

  • Street Dance Show მცირე ჯგუფებს შორის (ასაკი 16+)  რუსთავის კოლეტივი Fresh stars-მაია შავლოხაშვილის ხელმძღვანელობით - 1 ადგილი.