რუსთავის ტყე-პარკში პირუტყვმა ნერგები გაანადგურა.

2017-04-04 15:10:06

რუსთავის ტყე-პარკში შინაურმა პირუტყვმა ახალი დარგული ნერგები გაანადგურა. დაზიანებულია  50 ფიჭვის ნერგი. რუსთავის უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ რომ, პირუტყვები სანომრე ნიშნების მიხედვით უკვე იდენტიფიცირდნენ. შემთხვევის გამო, ზედამხედველობის სამსახური, პირუტყვის მეპატრონეებს ფინანსურ სანქციას დააკისრებს. საქონლის მეპატრონეეებს, ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა მოუწევთ.

ტყე-პარკის ტერიტორია უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა, მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად, იანვრის თვეში შემოღობა.  ფაქტი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა  გააპროტესტეს, რის შემდეგაც, მათ პირუტყვის ბალახობის ნება მისცეს, თუმცა აუციებელი პირობა იყო პირუტყვს წყემსი ჰყოლოდა, რადგან არ მომხდარიყო ნერგების დაზიანება.