რუსთაველი ექიმი დავით ბაჩილავა 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.
დავით ბაჩილავა ბოლო რამდენიმე დღე ქუთაისის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ექიმი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმი-ტრამვატოლოგის პოზიციაზე წლებია მუშაობდა.
ინფო რუსთავი უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.