საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველი სპორტსმენის დასახმარებლად.

2017-04-03 20:03:59

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.  ღონისძიებიდან შემოსული თანხა, მკურნალობისთვის, რუსთაველ სპორტსმენს გიორგი დოინჯაშვილს გადაეცა. სპორტსმენი საავადმყოფოდან ერთვი კვირის წინ გამოვიდა, ის კლინაკაში ფილტვის ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით იყო მოთავსებული. გიორგი დოინჯაშვილის დასახმარებლად გამართულ აქცია-კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები იღებდნენ. ღონისძიება რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.