მოსახლეობა ფულადი კომპესაციის გაზრდას ითხოვს.

2017-04-03 18:29:16

რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობის არეალში მოყოლილი 10 ოჯახი, უძრავ ქონებას არ თმობს. მათი განცხადებით, ის თანხა რომელსაც ბინებისა და მიწების სანაცვლოდ,მათ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სთავაზობს, საკმარისი არ არის. ადგილობრივების იურისტის განცხადებით, თითოეულ ოჯახში რამდენიმე პირი ცხოვრობს, ამიტომ ალტერნატიული ფართის შესაძენად, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანახა 20-დან 30 000 ლარამდე, საკმარისი არ არის. „ინფო რუსთავი“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ მოადგილეჯუანშერ ბურჭულაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნა არადეკვატურია და კომპესაციის სახით მათთვის მისაცემი თანხა არ გაიზრდება.

 რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო, პროექტი ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მშენებლობის პროცესი 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობას, აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი კომპანია 116,3 მლნ ლარად განახორციელებს. მშენებლობაზე 200-მდე თანამსრომელი დასაქმდება.