სხვა რუსთავი - ქურდობის გახშირებული ფაქტები (ვიდეო).

2017-04-02 21:51:54

რუსთავში ქურდობის შემთხვევები გახშირდა, ბოლო სამ თვეში „ინფო რუსთავმა“ ქურდობის 10-ზე მეტი ფაქტი გააშუქა. დამნაშავეთა უმრავლესობა არასრულწლოვანია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქურდობის შემთხვევებმა ქვეყნის მასშტაბითაც იმატა. კერძოდ, 2016 წელს საქართველოში ქურდობის 9646 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 418 შემთხვევით მეტია. ნახეთ არასრულწლოვანის მიერ ქურდობის ამსახველი ექსკლუზიური ვიდეომასალა, რომელიც „ინფო რუსთავმა“ მოიპოვა.