ქალაქის შემოსასვლელიდან მერიამდე 5 კილომეტრია. მძღოლს ამ მანძილის გავლა რამდეიმე „დაბრკოლების“ შემდეგ 10-12 წუთში შეუძლია. პირველი სიჩქარის ხელოვნური შემზღუდავი რუსთავის შემოსასვლელში გვხვდება, სულ ცენტრალურ მოედნამდე 5 ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი“ და 10 შუქნიშანია. მძღოლების დიდი ნაწილი ფიქრობს რომ მოკლე მონაკვეთზე ამდენი ხელოვნური შემზღუდავი არ უნდა იყოს, თუმცა ფეხით მოსიარულეების უმრავლესობა საპირისპიროს ამბობს.
თვითმმართველობაში ხელოვნური შემზღუდავების და შუქნიშნების მონტაჟი მას შემდეგ გადაწყვიტეს რაც ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა.