კომპანია „ინტერტრანსმა“ რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებთან შეთანხმებას მიაღწია. მძღოლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღის ბოლოს გაიმართა. როგორც კომპანია „ინტერტრანსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებს, მათ თანამშრომლებს არგუმენტირებულად დაუსაბუთეს მოსაკრებლის გადასახადის დადგენილი ოდენობის მიზანშეწონილობა და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მძღოლები ყოველდღიურად 80 ლარს გადაიხდიან. შეგახსენებთ, მთელი დღის განმავლობაში რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდული იყო. ხვალიდან აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. „ინფო რუსთავს“ შეთანხმების შესახებ ფაქტი მძღოლებმაც დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, მძღოლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.