დათა ქაჯაია სარბოლო ბილიკზე პირველი დადგება.

2017-04-01 18:15:16

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, TCR- ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სარბოლო სერიის სეზონი გაიხსნა. მრბოლელებმა ტრასაზე საკუთარი ძალები უკვე მოსინჯეს.  საკვალიფიკაციო ბრბოლაში, Formula alfa-ში პირველი ადგილი შაკო ციხელაშვილმა დაიკავა, BMW compact-ში ირაკლი კუხიანიძემ, TCR- ის საკვალიფიკაციო  რბოლაში  გამარჯვება დათა ქაჯაიამ მოიპოვა, რაც ნიშნავს იმას რომ, ხვალ სარბოლო ბილიკზე ის პირველი დადგება.  

Legends-ში შეჯიბრში გამარჯვება გიორგი ბეჟიტაშვილმა, მოიპოვა რომელსაც თასი და სიგელი გადაეცა.

რბოლები სხვადსხვა კატეგორიებში, ხვალ 11:00 საათიდან განახლდება, დასრულებისთანავე კი
TCR-ის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

საერთაშორისო ბრძოლაში მონაწილეობას, 12 ქვეყნის 16 გუნდი იღებს.

საქართველოს ღირსებას ამ სეზონზე დათა ქაჯაია დაიცავს.