როგორი იქნება კოსტავას ქუჩა [photo]

2019-10-05 20:15:02

რუსთავში, კოსტავას გაზმირის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურა ტაბაღუამ განუცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, ოქტომბრის თვეში დაიწყება.

ტაბაღუამ საინფორმაციო სააგენტოსთან დეტალურად ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელსაც აღნიშნული პროექტი ითავლისწინებს.

"ტროტურების, ბორდიურების და შუა გამყოფი ზოლის სრული რეაბილიტაცია მოხდება. მოეწყობა სკამები, განთავსდება ურნები. შუაში 3 მეტრიანი განათების ბოძები, ხოლო გზის მხარეს სტანდარტული გარე-განათების ბოძები ეწყობა, რომლებიც ამავდროულად ტროტუარსაც გაანათებენ. მოეწყობა საერწყავი და ახალი სანიაღვრე სისტემა, ველობილიკი, მოხდება აღნიშნული გზის დახაზვა", - განაცხადა ზურა ტაბაღუამ.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, კოსტავას გამზირზე უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი.