რუსთავის სარაგბო სტადიონზე 2017-2018 წლების 'ჩელენჯ ქაფის' საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსეთის 2015 წლის ჩემპიონი "კრასნი იარი" და რუმინეთის ჩემპიონი "ტიმიშოარა სარასენსი" დაუპირისპირდა. "კრასნი იარის" ღირსებას მოედანზე 6 ქართველი მორაგბე: ლაშა მალაღურაძე, მიხეილ წიკლაური, გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეენი, ლაშა ლომიძე და გიორგი ფრუიძე იცავდა. მატჩის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი თავდაპირველად მორაგბეებს შორის, შემდეგ კი გულშემატკივრებს შორისაც მოხდა. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 12:17 "ტიმიშოარას" გამარჯვებით დასრულდა.