ემიგრანტი ბავშვები მშობლიურ ენას საქართველოდან ისწავლიან.

2017-04-01 12:11:47

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ქართულ ენას საქართველოდან დაეუფლებიან. დისტანციური წესით სწავლების ფარგლებში, პედაგოგებისთვის სპეციალური პროგრამა უკვე შემუშავდა. განხორციელდა მასწავლებლების თეორიული და ტექნიკური გადამზადება, ჩაუტარდათ იმიტირებული საჩვენებელი გაკვეთილები, მათ მიერ შეფასდა სწავლების ფორმა და მეთოდი.პროექტი საპილოტე რეჟიმში პირველად, დიდი ბრიტანეთში განხორციელდა. პროექტის განხორციელება სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.