ქუჩაში პირუტყვს ზედამხედველობის სამსახური აპატიმრებს.

2017-03-31 22:39:05

ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან კუპატაძის განცხადებით, ქალაქში უმეთვალყურეოდ მოსიარულე რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ, მეპატრონეს კი ჯარიმას აკისრებენ. ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება. კუპატაძის თქმით, მსგავსი შემთხვევები ქალაში არც თუ ისე იშვიათია. "პირუტყვის ქუჩაში უმეთვალყურეოდ დარჩენის შემთხვევები ყოველკვირეულად ხდება, კვირაში დაახლოებით, 3-4 შემთხვევა ფიქსირდება " -აცხადებს ლევან კუპატაძე.