რუსთავის ავტოდრომზე მრბოლელები დააჯილდოეს.

2017-03-31 20:38:37

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის საკომფერენციო დარბაზში, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ, 2016 წლის ჩემპიონები დააჯილდოვა. გალა-დაჯილდოვებაზე, წლის განმავლობაში, ყველა კლასის გამარჯვებულ სპორტსმენს, მათ შორის მოყვარეულებს, თასები და სიგელები გადაეცათ. ტრადიციულად ფედერაციის გამგეობის ფარული კენჭისყრის შედეგად წლის საუკეთესო სპორტსმენად სანდრო თავართქილაძე დასახელდა.