ტერიტორია, სადაც მრავალი წელი ანტისანიტარია იყო, სუფთავდება.

2017-03-31 17:19:06

ტერიტორიის ნაწილზე, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ანტისანიტარია იყო, კომერციული ობიექტები განთავსედეაბა. საუბარია რესტორან „სავანესა“ და სავაჭრო ცენტრ „მადაგონს“ შორის არსებულ მონაკვეთზე. ადგილზე დასუფთავების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიის ნაწილი, სამშენებლო მასალისგან და წლების განმავლობაში ადგილზე დაგროვებული სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან იწმინდება. ობიექტის მშენებლობა, დასუფთავების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.