ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტი და რუსთავის მერი დავით ჯიქია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში იმყოფება. დავით ჯიქია ევროპის საბჭოს კონგრესის 32- სესიაში იღებს მონაწილეობას. სესიებზე, ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა, დეცენტრალიზაცია ლტოლვილთა წარმატებული ინტეგრაციისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების როლი მიგრაციის საკითხებში, მიუსაფარი მიგრანტი ბავშვების მიღება და მიგრაციული ნაკადები სასაზღვრო რეგიონებში. რუსთავი მერთან ერთად, სესიებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და თბილისის და რუსთავის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.