ხორცი რომელიც რუსთავის ბაგა-ბაღებში უნდა შესულიყო, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით იყო დაბინძურებული. დასკვნას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მედიკოსების თქმით, დაავადებული ხორცის მიღებას შესაძლოა, ბავშვებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაინფიცირება გამოეწვია. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ბაღებიდან ამოღებული ხორცი დალუქულია და პროდუქტის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის საქონლის ხორცის ნაცვლად ბავშვები ბაღებში, ფრინველის ხორცით იკვებებიან.
რაც შეეხება კომპანიას რომელიც ბაღს პროდუქტებით ამარაგებს, დარაჯიმდება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოსგან, ისე რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებისგან.