თოდრიას ქუჩაზე გამთენიისას, რამდენიმე კომერციული ობიექტი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ტანსაცმლის, სასურსათო, საკანცელარიო მაღაზიები, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი გაქურდეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ექიმ-ჰომეოპათის ოფისში თანხა შესაწირი ყუთიდან არის წაღებული, ხოლო საკანცელარიო მაღაზიიდან 200 ლარამდე თანხაა წაღებული.
სხვა კომერციულ ობიექტებში კი მძარცველებს თანხა არ დახვდათ. ინფო რუსთავთან საუბარში დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ ეს უკვე გაქურდვის მეორე შემთხვევაა. პირველი შემთხვევა ერთი თვის წინ დაფიქსირდა და ჯამში სხვადასხვა ობიექტებიდან წაღებულმა თანხამ 1000 ლარამდე შეადგინა. ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელი აცხადებს, რომ ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული. დაზარალებულის ვარაუდით მძარცველები არასრულწლოვანი პირები არიან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო სამსახურის ეკიპაჟები. დაზარალაბულები დილიდან პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
კომერციული ობოექტების გატეხვისა დ გაქურდვის ფაქტები, რამდენიმე თვის წინაც დაფიქსირდა რუსთავში.
ფაქტთან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.