მეგობრობის გამზირზე მაღაზიები გაქურდეს (ვიდეო).

2017-01-26 16:02:12

გუშინ გვიან ღამით მეგობრობის გამზირზე  ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა წიგნების მაღაზია „ლიბრა“ გაქურდეს და იქვე მდებარე ტანსაცმლის მაღაზია TISSU-ში კარის ჩამტვრევით შევიდნენ, თუმცა თანხა ადგილზე არ დახვდათ. წიგნების მაღაზიიდან კი დამნაშავეებმა 700 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა რუსთავში რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. დანაშაულში არასრულწლოვანია მხილებული და მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ფაქტთან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.