უცნაური შემთხვევა [video]

2019-09-14 21:24:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო “Mitsubishi Pajero”- ს ფირმის ავტომობილი. [ვიდეო/video]

სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.

ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს.

ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა.