კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

2017-03-28 20:12:50

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "დღეს, 28 მარტს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 28 მარტს, საღამოს 19:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას; წყალმომარაგება, ელექტროგადამცემ ხაზზე დაზიანების აღმოფხვრისთანავე აღდგება.

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.