პაციენტების უმრავლესობა მცირეწლოვანი ბავშვია.

2017-03-28 18:19:12

ვირუსული შემთხვევების რიცხვმა მცირედით იმატა. ძირითადად პაციენტები, სამედიცინო დაწესებულებებს მაღალი ტემპერატურისა და სასუნთქი გზების ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით აკითხავენ. პაციენტების უმრავლესობას 6 წლამდე ბავშვები წარმოადგენენ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში აცხადებენ რომ, დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა საგანგაშო არ არის და ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.