მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა

2019-09-06 14:30:58

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას