„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისის წარმომადგენლებმა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებსა და ხელმისწავდომობის უზრუნველყოფაზე იმსჯელეს. პრეზენტაციას ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში ქეთევან ხუციშვილი , ასევე სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრების ესწრებოდნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი ოჯახში ძალადობის შემთხვევების შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, მსხვერპლ ქალბატონებს სასამართლოში დახმარებას უანგაროდ სთავაზობს.