საქსტატმა მეორე კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაცია მოიცავს საწარმოთა ბრუნვას, პროდუქციის გამოშვებას, დასაქმებულთა რაოდენობას სხვადასხვა ჭრილში და ა.შ.
გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
• ქ. თბილისი – 64.1 პროცენტი,
• აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი,
• იმერეთი – 6.8 პროცენტი,
• ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი,
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით საწარმოთა მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
• ქ. თბილისი – 75.6 პროცენტი,
• აჭარის ა.რ. – 6.9 პროცენტი,
• ქვემო ქართლი – 4.6 პროცენტი,
• იმერეთი – 4.1 პროცენტი,
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.7 პროცენტი
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ
თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
• ქ. თბილისი – 65.0 პროცენტი,
• აჭარის ა.რ. – 8.9 პროცენტი,
• ქვემო ქართლი – 7.5 პროცენტი,
• იმერეთი – 5.7 პროცენტი,
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი.