მარნეულის ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერია" საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
"კულტურის ცენტრითან" არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "იბერიამ", ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარნაში, 24-29 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალ-კონკურსში, გაიმარჯვა და გრანპრის მფლობელი გახდა.
მუნიციპალიტეტში დაბრუნებულ ანსამბლის წევრებს მარნეულის მერი ზაურ დარგალი შეხვდა და მიღწეული გამარჯვება მიულოცა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ქორეოგრაფ ბესარიონ კიპაროიძეს წარმატებული გასტროლისთვის მადლობის სიგელი გადასცა და მუნიციპალიტეტის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.