რუსთაველი სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი „კლინიკა რუსთავიდან“ დღეს გამოწერეს. სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგორეობა ამ დროისთვის საგრძნობლად გაუმჯობესებულია, თუმცა მკრნალობის კურსის გაგრძელაბას მაინც საჭიროებს. როგორც გიორგიმ „ინფო რუსთავთან“ საუბარში განაცხადა, ის თავს უკეთ გრძნობს და მკურნალობის კურსის სრულად დამთავრების შემდგომ კვლავ დაუბრუნდება აქტიურ სპორტულ ცხოვრებას. შეგახსენებთ, რომ გიორგი დოიჯაშვილი ორი კვირის წინ კლინიკა რუსთავში მოათავსეს ფილტვის ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით და რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე, ძილის რეჟიმში იმყოფებოდა.
სპორტსმენს კლინიკის ეზოში ოჯახის წვრები და ახლო მეგობრები დახვდნენ, მათ სპორტსმენს გამოჯანმრთელება მიულოცეს.