რუსთაველი სპორტსმენის გიორგი დოინჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

2017-03-16 14:07:48

"ინფო რუსთავი" სპორტსმენის გიორგი დოინჯაშვილის მდგომარეობით დაინტერესდა და მის მეუღლეს ნანა ტაბატაძეს დაუკავშირდა - "გიორგი წევს კლინიკა რუსთავში, რეანიმაციულ განყოფილებაში. დღეს ექიმის მხრიდან დამაიმედებელი პასუხი მივიღე, მითხრა რომ იმუნიტეტმა დაიწყო ბრძოლა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თურმე დიდი ხანია აქვს, მაგრამ სანამ სიტუაცაი არ გამწვავდა მანამდე ვერ ხვდებოდა. უკვე 6 დღეა ასეთ მდგომარეობაშია". კლინიკა რუსთავში აცხადებენ რომ - "პაციენტს ფილტვის ორმხრივი პნევმონია აქვს, არის ხელოვნურ სუნთქვაზე, ძილის რეჟიმში. ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება ჭირს, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება".

შეგახსენებთ რომ გიორგი არის არნოლდ კლასიკ ევროპის 2015 წლის ჩემპიონი და 2015-16 წლების ესპანეთის გრან-პრის გამარჯვებულს ექსტრემალურ ძალოსნობაში, ასევე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, მათ შორის პროექტ "ნიჭიერში".

ოჯახს ამ მომენტისთვის ფინანსური რესურსი ამოეწურა, დახმარების მსურველებს შეძლიათ თანხა გადარიცხონ საქართველოს ბანკში ანგარიშის ნომერზე: GE16BG0000000152627500 ნანა ტაბატაძე (მეუღლე) პირადი ნომერი: 35001013828 ტელ: 557 907305.