სამთავრობო ცვლილებები

2019-08-31 21:01:41

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დაიკავებს ხოლო მის ადგილს „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობაში სამთავრობო ცვლილები, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში განხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა. 2012-2013 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.