რუსთავში საგზაო მოძრაობის სქემები იცვლება

2019-08-31 20:33:28

პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში, 3 სექტემბერს დაიწყება და პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება.

აღნიშნულის გამო, რუსთავში  ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება.

"ფილმის გადაღებების გამო, გადაიკეტება მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე. შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და  ლეონიძის ქუჩების გავლით"- ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის მერიიდან აცნობეს. მესხიშვილის ქუჩაზე გადაადგილება ქვეითებისთვისაც შეიზღუდება.

სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.