"ფორსაჟის" გადაღებები რუსთავში 4 დღე გაგრძელდება

2019-08-30 18:03:55

ჰოლივუდური ბლოკბასტერის "ფორსაჟი 9"–ის ეპიზოდების გადაღება რუსთავში 3 სექტემბერს დაიწყება და 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობილი ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდს რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე დაგაიღებენ. გადაღებების გამო, აღნიშნული ქუჩა 3 სექტემბრიდან დაიკეტება.

გადაღების მოსამზადებელ პროცესში რუსთავსერვის ცენტრიცაა ჩართული. სამსახურის თანამშრომლება ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაიწყეს. მოეწყო დამცავი ჯებირები, რომელიც ტროტუარზე უსაფრთხოების მიზნით განთავსდა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა ექნებათ თუ არა რუსთაველებს გადაღების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, დაინტერესებული პირები გადაღების პროცესს ვერ დააკვირდებიან.  ქვეითთათვის გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება. ამ მხრივ გაუმართლათ იმ ადამიანებს რომლებიც მესხიშვილის გამზირზე ცხოვრობენ. ისინი გადაღების პროცესს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსიდან დააკვირდებიან.

"ფორსაჟი 9"-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.