რუსთაველი სპორტსმენების წარმატება, „მერის თასის“ საერთაშორისო ტურნირზე. კიკ ბოქსინგში ერთმანეთს ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. ტურნირში 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათგან 8- პირველი და 1-მეორე ადგილი რუსთაველმა სპორტსმენებმა, ზურაბ ჩიტრეკაშვილის მოწაფეებმა მოიპოვეს. კიდევ ერთი წარმატება, 18 წელს ზევით კატეგორიაში, გიორგი ყაველაშვილს ეკუთვნის, ის საქართველოს ჩიმპიონს ბაქარ გელენიძეს დაუპირისპირდა და სრული უპირატესობით დაამარცხა.