რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა გომბორის უღელტეხილზე.
ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შდეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.