ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

2019-08-28 23:30:25

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იყალთოში. შემთხვევის შედეგად, 2 მგზავრი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ერთ- ერთ დაშავებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, მეორე დაშავებული ახალგაზრდა კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, 19 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.