ამ დროისთვის რუსთავის ცენტრალურ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. მიზეზი ხელოვნური შემაფერხებლების მონტაჟია. ეგრედწოდებული მწოლიარე პოლიციელები, 2 ლოკაციაზე, ახალიდან ძველი რუსთავის მიმართულებით, მონაკვეთის ორ ლოკაციაზე მონტაჟდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, გახშირებული ავარიების გამო, ხელოვნური შემაფერხებლების მონტაჟი, საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს. სიახლეს უკვე მოჰყვა შეფასებები. მძღოლების ნაწილი ფიქრობს რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხელოვნური შემაფერხებლების მონტაჟი მიზანშეწონილი არ არის, ნაწილის კი მიიჩნევს რომ ავარიების პრევენციის მიზნით მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება აუცილებელია.