საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პედაგოგების ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება.
"2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს და წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო მთავარი - შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ეროვნული იდეის მიხედვით ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იქნება მიმართული განათლებისკენ, ჩვენი პედაგოგებისკენ, რომელმაც უნდა აღუზარდოს მომავალი თაობები საქართველოს", -განაცხადა ბახტაძემ.