ინფრასტრუქტურული პროექტი მარნეულში

2019-08-27 17:06:35

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში, მდინარე მტკვარზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება, რომელიც აღნიშნული მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში  ეწყობა 400 მეტრის მოცულობის   ნაპირსამაგრი ქვაყრილი,  800 მეტრის მოცულობის ხელოვნური დამბა და 5 ერთეული ნაკადმიმმართველი დეზი.

"აღნიშნულ სოფელში მდინარის ადიდების შედეგად ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, აგრეთვე იქ არსებული სარწყავი წყლისთვის  განკუთვნილი სატუმბი სადგური, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის განხორციელების"- განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი,  რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაახლოებით  1 300 000 ლარით დაფინანსდა და იგი უახლოეს დღეებში დასრულდება.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.