რუსთავში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ობიექტი ცურტაველის ქუჩაზე, ძველი ბაღის შენობას ჩაანაცვლებს. #10ფილიალის შენობის დემონტაჟისთვის უახლოეს მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს გამოაცხადებს. ახალი ბაღი ორ სართულიანი იქნება და სხვა ბაღებისგან განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. რუსთავის ბაგა-აბღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბაღში 6 ჯგუფი გაიხსნება, სადაც სწავლას 220-მდე ბავშვი შეძლებს.