5 დღის წინ დაკარგული 21 წლის ახალგაზრდას, გიორგი ალიევის მშობლები და ოჯახის წევრები რუსთავის პოლიციის შენობასთან შეიკრიბდნენ და გამომძიებელთან შეხვედრას ითხოვდნენ. დაკარგული ახალგაზრდას ოჯახის წევრები სამმართველოს შენობაში შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ თანამშრომლებთან გასაუბრება სცადეს, რის შემდეგაც ალიევის დედა შეუძლოდ გახდა, ამიტომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოცხადდა. გიორგი ალიევი სახლიდან 20 მარტს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ქურთული წარმოშობის ოჯახი პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ეთნიკურ დისკრიმინაციაზე საუბრობს. მათი თქმით, თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათ მოთხოვნაზე რეაგირებას არ მოახდენენ, ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ და აქციებს დედაქალაქში გამართავენ.