128 ბოძკინტის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.

2017-03-25 13:12:52

ქალაქის თვითმმართველობა 128 ბოძკინტის შეძენას აპირებს. შარტავას და დიდების მოედანზე უსაფრთხოების კუნძულების (შუქამრეკლი ბოძკინტებით) მოწყობის სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 8300 ლარი გამოიყო. მერიაში ბოძკინტების შეძენა და დიდების მოედანთან განთავსება მას შემდეგ გადაწყდა რაც მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა.