რუსთავის სკოლების რეიტინგი

2019-08-23 17:19:25

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა შედეგი გამოქვეყნდა.

"ინფო რუსთავი" რამდენიმე პირს დაუკავშირდა და დაადგინა მაღალქულიანი აბიტურიენტების ვინაობა.

საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე, უნარების, ქართული ენა და ლიტერატურის, უცხო ენისა და მეოთხე გამოცხდის მიხედვით მაღალქულიანი აბიტურიენტების სია გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც დადგინდა თუ რომელი სკოლების მოსწავლეები ლიდერობენ რუსთავში, ყველაზე მაღალი შეფასებით.

„ინფო რუსთავი“ წარმოგიდგენთ, სამეულს სკოლების მიხედვით:

III ადგილი - #2 სკოლა (80 მე-12 კლასელი, აქედან 74 აბიტურიენტი)

უნარები - 4 მაღალქულიანი

ქართული ენა და ლიტერატურა - 5 მაღალქულიანი

უცხო ენა - 13 მაღალქულიანი

მეოთხე გამოცდა - 6 მაღალქულიანი

II ადგილი - #4 სკოლა (71 მე-12 კლასელი, აქედან 70 აბიტურიენტი)

უნარები - 6 მაღალქულიანი

ქართული ენა და ლიტერატურა - 8 მაღალქულიანი

უცხო ენა - 12 მაღალქულიანი

მეოთხე გამოცდა - 13 მაღალქულიანი

ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდაში რუსთავის მასშტაბით ყველაზე მაღალი შეფასება 68 ქულა #4 სკოლის ერთმა მოსწავლემ აიღო.

I ადგილი - #24 სკოლა (56 მე-12 კლასელი, 57 აბიტურიენტი) აღსანიშნავია რომ ერთმა მოსწავლებ გასულ წელს დაამტავრა თუმცა წელს ჩააბარა.

უნარები - 8 მაღალქულიანი

ქართული ენა და ლიტერატურა - 12 მაღალქულიანი

უცხო ენა - 19 მაღალქულიანი

მეოთხე გამოცდა - 13 მაღალქულიანი

აღსანიშავია, რომ უცხო ენებში მაქსიმალური 80 ქულა #24 სკოლის ორმა მოსწავლემ, ხოლო უნარების გამოცდაში, რუსთავის მასშტაბით ყველაზე მაღალი 78 ქულა ერთმა მოსწავლემ აიღო.

„ინფო რუსთავის“ მიერ გამოქვეყნებული მაღალქულიანი აბიტურიენტების სიის მიხედვით, ასევე ლიდერობდნენ #21 და #22 სკოლები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უცხო ენის გამოცდაში, ქალაქის მასშტაბით, ყველაზე მაღალი შეფასება - 80 ქულა, #1 სკოლის და „რეცას“ მოსწავლეებმა მიიღეს.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები