"ძალადობა ოჯახში" - შეხვედრა მერიაში (ფოტოები).

2016-11-03 13:22:51

რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობის შესახებ. დამსწრე პირებმა, რეგიონებში გავრცელებული დანაშაულებების გამომწვევ მიზეზებზე და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზეც ისაუბრეს.