რუსთავის ყველა საბავშვო ბაღის ფილიალიდან 200-დან 250 კგ-მდე ხორცი ამოიღეს. არსებული ინფორმაციით, ბაღში შეტანილ ხორცზე ერთ-ერთი ფილიალის გამგემ ეჭვი პროდუქტის ფერის საფუძველზე მიიტანა, რის შემდეგაც აღნიშნულის შესახებ ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტი დოკუმენტურად შეამოწმა და დაათვალიერა, პროდუქტის ვარგისიანობის დადგენის მიზნით ბაღებში შეტანილი ხორცის მთლიანი პარტია დალუქეს და ანალიზისთვის სინჯები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. მირანგულ ლიპარტელიანის განცხადებით, რუსთავის ბაგა-ბაღებში დალუქული ხორცის ლაბორატორიული კვლევის საბოლოო დასკვნა 5-დან 7 დღემდე ვადაში გახდება ცნობილი, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ხორცის მიმწოდებელ კომპანიას კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება.
სინქრონები: მირანგულ ლიპარტელიანი - სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი
დავით ჯიქია - ქალაქ რუსთავის მერი